logo
ENG



დედოფალი ელისაბედი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა

08 სექ 202216:00
3 წუთის საკითხავი
 

ბაკინგემის სასახლის განცხადებით, დედოფალი ელისაბედი ბალმორალში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა მას შემდეგ, რაც ექიმები მისი ჯანმრთელობით შეშფოთდნენ.

"დედოფალი ახლა კომფორტულადაა და ბალმორალშია", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც BBC წერს, პრინცი ჩარლზი მასთან ერთად იმყოფება, ხოლო კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი გზაშია.

განცხადება დედოფლის ჯანმრთელობის შესახებ მას შემდეგ გაკეთდა, რაც 96 წლის ელისაბედ მეორემ საიდუმლო საბჭო დატოვა და ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს.

პრემიერმინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ მთელი ქვეყანა ღრმად შეშფოთებულია აღნიშნული ამბით.

რამდენიმე დღის წინ სწორედ აქ მიიღო ელისაბედ მეორემ და ახალ პრემიერმინისტრად დანიშნა ლიზ ტრასი. ბოლო 140 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მომავალი პრემიერმინისტრი დანიშვნისთვის მონარქს ბალმორალში ეწვია. 


close დახურვა