logo
ENG



დეველოპერული ბიზნესის სუბსიდირებაში ვხედავ კორუფციის ნიშნებს - ჭიჭინაძე

09 ივნ 202021:59
3 წუთის საკითხავი
 

დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ დეველოპერული ბიზნესის სუბსიდირებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს.

როგორც „ტრიბუნას“ ლიდერმა განაცხადა, სუბსიდირების გეგმაში არ არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა განვადებები, რითაც თვითდასაქმებულები სარგებლობდნენ - მისივე თქმით, ამ ადამიანებს ხელშეკრულებები კაბალურ პირობებში აყენებს, რაზეც სახელმწიფო არ ზრუნავს.

„ყველა ის ნაბიჯი, რაც დღეს გადაიდგა, მიმართულია რომ ამ ადამიანებს პენსიონერების სტატუსი მიანიჭეს უფრო დაბალი ანაზღაურებით. 200 ლარი ექვსი თვით. გამოდის, რომ ჯანმრთელ, ენერგიულ ადამიანს არ აძლევ განვითარების საშუალებას. ყველაფერი მიმართული არის იქეთ - დეველოპერულ ნაწილს როცა აფინანსებენ, არავინ ლაპარაკობს იმ დიდ პრობლემაზე, რაც იქ არსებობს. ვინც თვითდასაქმებულები იყვნენ და იხდიდნენ შიდა განვადებებს - ამათ ეს დაკარგეს, მათზე არავინ ზრუნავს. თუ ნახავთ კაბალურ პირობებს, მათთან შედარებით ბანკები ანგელოზები მოგეჩვენებათ. აქ ვხედავ კორუფციის ნიშნებს. პატარა კომპანიებს კი არა, დიდ კომპანიებს შეეხებაო, ხომ თქვეს. ანუ ამ კომპანიებს შეეძლებათ იმ ადამიანებს, ვინც ვერ იხდის შიდა განვადების ფულს, ჩამოართვან ეს სახლები და უფრო მეტიც, მათ  მეორედ ექნებათ შიდა განვადების გაცემის საშუალება", - განმარტა დავით ჭიჭინაძემ.


close დახურვა