logo
ENG



დეკანოიძე: ზუგდიდში ვერა ქობალიას კანდიდატურა არ განიხილება, განიხილება მურთაზ ზოდელავა

20 აგვ 202021:23
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე "ფორმულასთან" აცხადებს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარად ვერა ქობელიას კანდიდატურა პარტიაში არ განიხილება. 

"ვერა არის ჩემი მეგობარი და მივიჩნევ, რომ არის ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია საქართველოში და არა მხოლოდ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ვისურვებდი, რომ ვერა რაღაც კონფიგურაციით ყოფილიყო პოლიტიკურ მოცემულობაში, მაგრამ ვერას კანდიდატურა დღეს ზუგდიდში არ იხილება", - განაცხადა დეკანოიძემ. 

დეკანოიძის თქმით, ზუგდიდში რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის, მურთაზ ზოდელავა. 

"ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხილება ძალიან აქტიურად არის მურთაზ ზოდელავას კანდიდატურა", - განაცხადა დეკანოიძემ. 

დეკანოიძე ასევე ამბობს, რომ მის კანდიდატურას პარტია იმერეთში განიხილავს, ხოლო კობა ნაყოფიას კანდიდატურას სამეგრელოში. 

"ფორმულამ" წყაროზე დაყრდნობით დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობიდან ზუგდიდში მაჟორიტარად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია აპირებდა კენჭის ყრას. 

ასევე "ფორმულას" წყარომ განუცხადა, რომ ფოთი-სენაკი-ხობში, სადაც გიგა ბოკერია იყრის კენჭს - ენმ, სავარაუდოდ, კობა ნაყოფიას კანდიდატურას წარადგენდა,ხოლო წალენჯიხა,  ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშაში - ზაზა გოროზიას კანდიდატურა განიხილებოდა. 

 


close დახურვა