logo
ENG



დეკანოიძე:სასამართლო კლანური გაერთიანების ფონზე, ვერ იქნება თავისუფალი

23 ივნ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხარვეზი მისი პოლიტიზირება და მმართველი ძალის სამსახურში ყოფნაა - ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევას აფასებენ და აცხადებენ, რომ კანონის უზენაესობა არ შეიძლება იყო თავისუფალი სასამართლოს გარეშე. 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, თავისუფალი სასამართლო კლანური გაერთიანების ფონზე, ვერ იქნება თავისუფალი.

„სასამართლო ვასლურ დამოკიდებულებაში გადაიზარდა ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების მიმართ. კლანი, ის მოსამართლეები, ვინც ბიძინა ივანიშვილი ინტერესების დაკმაყოფილების გარშემო არიან გაერთიანებული, ეს მოსამართლეები, რომელთაც მერე წამყვან თანამდებობაზე თითონ ნიშნავდნენ, ეს არის ის, რაზეც სულ ვსაუბრობთ. კანონის უზენაესობა არ შეიძლება იყო თავისუფალი სასამართლოს გარეშე. სასამართლო კლანური გაერთიანების ფონზე, ვერ იქნება თავისუფალი“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის თქმით კი, მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი სერიოზული პრობლემა იყო ყველა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ეს პრობლემა დღითი-დღე მძიმდება "ქართული ოცნების" პირობებში.

„სამართალდამცავი სისტემის და მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი სერიოზული პრობლემა იყო ყველა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ეს პრობლემა დღითი-დღე მძიმდება "ქართული ოცნების" პირობებში. ახლა ჩვენ გვაქვს საერთაშორისო შეფასებებიც, რომ გყვავს პოლიტიკური პატიმრები, როგორადაც ის აქცია პოლიტიკურად მოტივირებულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ და მორჩილმა სასამართლომ. ახლა გვაქვს შეფასება საერთაშრისო პარტნიორების, ობიექტური დამკვირვებელების ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის მიერ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები პოლიტიკური პრეფერენციების შემდეგ დაინიშნენ“, - განაცხადა აბესაძემ.

„ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა თავისუფალი ისნტიტუტების გაძლიერებაა.

„კლანური მმართველობა უდიდესი პრობლემაა. ესეც მოდის, როდესაც ერთი პარტია ეპატრონება მთელ სახელმწიფოს და შემდეგ თავის ოდიოზურ კლანებს გადააბარებს ყველა მიმართულებას სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს კლანურობა უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა თავისუფალი ინტიტუტების გაძლიერება“, - განაცხადა გეგელიამ.

„საერთაშორისო გამჭირვალო საქართველომ“ პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობის შეფასების საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.  

როგორც შედეგებიდან ირკვევა,  45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40% თვლის, რომ კლანის გავლენის ქვეშ არის. 

close დახურვა