ტავ ჯორჯიას ინფორმაციით, ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Indigo დელი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
მათი ცნობით, ავიაკომპანია რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის 31 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
"Indigo-ს მენეჯმენტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა და ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალებთან დაკავშირებით ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს", - ამბობენ კომპანიაში.
Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისათვის ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი, 58 კი - საერთაშორისოა.