უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მარიუპოლში რუსი ოკუპანტები უკრაინელ სამხედროებს აწამებდნენ. ეს 19-20 აპრილს მოხდა.
დენისოვას თქმით, ოკუპანტებმა ერთ-ერთი ნაწამები ჯარისკაცის ფოტოები მის დედას გაუგზავნეს.
"ერთ-ერთი კაცი რაშისტებმა არაადამიანური წამების შემდეგ მოკლეს, ხოლო ფოტო, როგორც საკუთარი ქმედებების დასტური, დღეს დილით აზოველის დედას გაუგზავნეს. დედა ჰყვება, რომ მისი შვილი რუსების გარემოცვაში მოხვდა და რუსულ პროპაგანდისტულ ვიდეოში ფიგურირებდა", - თქვა დენისოვამ.
დენისოვა ამბობს, რომ რუსები უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს აიძულებენ ტყვედ ჩაბარდნენ, შემდეგ კი, კლავენ.