logo
ENG



დიდი ბრიტანეთის პრემიერი კლინიკაში გადაიყვანეს

06 აპრ 202009:53
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კლინიკაში გადაიყვანეს. ბორის ჯონსონს საავადმყოფოში კორონავირუსზე განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ.

11 დღე გავიდა, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონვავირუსი  დაუდასტურდა, მას ისევ აღენიშნება ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები,  მათ შორის მაღალი ტემპერატურა. ბორის ჯონსონი მთავრობის მუშაობაზე ამ დრომდე პასუხისმგებელია. მან მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 


close დახურვა