logo
ENG



დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს ბრალი წაუყენა

21 სექ 202317:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/snppxnet5qss4ec.jpg

დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს ბრალდება დაუმტკიცა.

ინფორმაციას ნოკ პრაისი, სპეციალური დანაშაულისა და ანტიტერორისტული სამმართველოს ხელმძღვანელი ავრცელებს და ამბობს, რომ საუბარია სამ მამაკაცსა და ორ ქალზე, რომლებიც "აგროვებდნენ მტრისთვის ირიბად ან პირდაპირ სასარგებლო ინფორმაციას."

"CPS-მა დაამტკიცა ბრალდება შეთქმულებაში ჯაშუშობაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცისა და ორი ქალის წინააღმდეგ.

„ორლინ რუსევი - 45, ბიზერ ჯამბაზოვი - 41, კატრინ ივანოვა - 31, ივან სტოიანოვი - 31 და ვანია გაბეროვა - 29 წლის. ეს პირები ბრალდებულნი არიან ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც პირდაპირ ან ირიბად სასარგებლო იქნება მტრისთვის იმ საზიანო მიზნებისთვის", - განაცხადა ნიკ პრაისმა.

ბრალდებულები ხსენებულ საქმიანობას 2020 წლის 30 აგვისტოდან 2023 წლის 8 თებერვლამდე ახორციელებდნენ.

ყოველი მათგანი უესტმინსტერის მაგისტრი სასამართლოს წინაშე 26 სექტემბერს წარდგება.


close დახურვა