დნიპროში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 39 ადამიანი გადაარჩინეს, იძებნება კიდევ 40 ადამიანი.
9-სართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად, 73 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის 30 საავადმყოფოშია, 12 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
14 იანვარს დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ იპოვიან ყველას „ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა მაქსიმალურად აგებს პასუხს“.