იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა ჩიხშია, რის გამოც ქვეყანა ყოველდღე ზარალდება.
ანა დოლიძემ პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ მოძრაობებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, სასამართლოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, შეიქმნას საკინსულტაციო მრგვალი მაგიდა, სადაც ჩიხიდან გამოსვლის გზებზე ყველა მხარე ერთად იმსჯელებს.
„მე გთავაზობთ სასამართლოს მოდერნიზებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესების გათანამედროვებასთან დაკავშირებით, გავმართოთ საკონსულტაციო პროცესი, საკონსულტაციო მრგვალი მაგიდა - ოღონდ ამ შემთხვევაში, ეს იქნება ბიზნესის მონაწილეობით. სასამართლო ხელისუფლება, ბიზნესი, რომელზეც პირდაპირ აისახება ის, რაც ხდება სასამართლოებში, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ეს ოთხმრივი პროცესი, რომელიც იმსჯელებს რა შეიძლება ამ ხელისუფლებაში მოდერნიეზების მხრივ გაკეთდეს დღესვე!, - განაცხადა დოლიძემ.