logo
ENG



დოლიძე ენმ-ს მოუწოდებს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგს მიმართოს

26 ოქტ 202112:12
3 წუთის საკითხავი
 
დოლიძე ენმ-ს მოუწოდებს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგს მიმართოს

პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს და დაუყოვნებლივ გადაწყვეტს, უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

"მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთონ შემდეგი რამ: გამოიყენონ სტრასბურგის პროცედურა, 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება, ერთხელ ეს არის წარსულში გამოყენებული. მისი აზრია, სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანონ ის თუ არა სამოქალაქო საავადმყოფოში.

ეს ღონისძიება სწორედ მაგას ემსახურება, რომ სტრასბურგის საქმეები იხილება წლების განმავლობაში, ამასობაში, რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამე შარში არ გავეხვიოთ, წავიდეს სასწრაფოდ განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს ხელისუფლებას, თუ საჭიროა, შესაბამისად შესწავლის შედეგად, რომ გადაყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში", - თქვა დოლიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.

მიხეილ სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმაც გასცაკონსილიუმში ამბობენ, შიმშილობა განსაკუთრებული მდგომარეობაა და თავის დაზღვევა საჭიროა. გარდა ამისა,  ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება რეკომენდაციებს, ასევე არის უსაფრთხოების რისკებიც.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა