ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები დაუწესა.
მიზეზი სირიის ჩრდილოეთით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაა.
სანქციები შეეხება თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს, მათ ხელმძღვანელებს და მმართველი პარტიის კიდევ ერთ ლიდერს. ვაშინგტონში არ გამორიცხავენ რომ დამატებითი სანქციები სხვა თურქ მაღალჩინოსნებსაც დაუწესონ.
დონალდ ტრამპი ტელეფონოით ელაპარაკა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პარალელურად, სირიის სამთავრობო არმია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ დასახლებებში შევიდა, რასაც ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა, ვითარების გაუარესება და თურქეთისა და სირიის ძალებს შორის პირდაპირი კონფრონტაცია მოყვეს.