logo
ENG



დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალდება წაუყენა

31 მარ 202310:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/31/s56wo23mh2xgl4b.png

CNN-ის ინფორმაციით, მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების წაყენებას მხარი დაუჭირა.

როგორც CNN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპს ბიზნეს საქმიანობაში თაღლითობასთან დაკავშირებული 30-ზე მეტი ბრალდება აქვს წაყენებული.

ამასთან, კონკრეტული ბრალდებები ჯერჯერობით უცნობია, რადგან საბრალდებო დასკვნა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სასამრთლოს წინაშე, სავარაუდოდ, სამშაბათს, 4 აპრილს წარსდგება. მანჰეტენის პროკურატურის ოფისი აწარმოებს საქმეს, რომელიც ეხება 2016 წლის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდას იმის სანაცვლოდ, რომ მასთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა.

ჟიურის სხდომა ფარულია, თუმცა საქმესთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მოწმემ ტრამპის წინააღმდეგ 30-წუთიანი ჩვენება მისცა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარუდგინეს.


close დახურვა