logo
ENG



დონალდ ტუსკი: მელიას დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს

25 თებ 202119:06
3 წუთის საკითხავი
clock 1080
დონალდ ტუსკი: მელიას დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი შემაშფოთებელია. 

"არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მხარდაჭერა პრო-ევროპული და დემოკრატიული ძალების მიმართ უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში. უახლესი მოვლენები თბილისში - ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ვერ დავტოვებთ მათ მარტო საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში", - წერს ტუსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. 

ცნობისთვის, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მივიდა, თუმცა ამ საკითხზე გუნდთან უთანხმოების გამო გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოპერაცია "დროებით" გადადო. გახარიას გადადგომის შემდეგ ოცნებამ პოსტზე ღარიბაშვილი წარადგინა, დამტკიცებიდან მალევე სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ძალის გამოყენებით დააკავა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას კი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.


close დახურვა