დრომ თუ შეგნებულმა პოლიტიკამ ისე მოიტანა, რომ ცოტა რამე გვაქვს ისეთი რაც ყველას გვაერთიანებს, ან უნდა გვაერთიანებდეს. 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე იყო. სამთავრობო უწყებებზეც გადმოიფინა დროშა, მაგრამ რა ხდება ჩვეულებრივ დღეებში? - როგორ მიაგებს პატივს საქართველოს მთავრობა და ჩვენ მოქალაქეები დროშას და ზოგადად რას ნიშნავს ის ჩვენთვის. დროების ჟურნალისტი ანი არველაძე გამოსახულებაზე, რომლისთვისაც ბევრ ქართველს და საქართველოს ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეს თავი გაუწირია, ბრძოლისა და შრომის ოფლით, სიხარულისა თუ ტკივილის ცრემლებით გაუჟღენთია, სისხლით გაუპოხია. ეს ის გამოსახულებაა, რომელიც გულს გვიჩქარებს, წარსულისა და აწმყოს გამო სიამაყეს გვძენს და მომავლის იმედს არ გვაკარგვინებს. დროშა და საზოგადოება ჩვენს დროებაში.
დროშა და საზოგადოება - დროება
15 იან 202320:17
3 წუთის საკითხავი