logo
ENG



დუმაში შეიტანეს ცვლილებები, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

08 აპრ 202300:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/08/bpivhrqzixd9k80.jpg

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიტანეს ცვლილებები დაარეგისტრირეს ცვლილებები, რომელიც ტერორიზმსა და სახელმწიფო ღალატისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. მიღების შემთხვევაში ღალატში ბრალდებულს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გარდა ამისა, იგეგმება სასჯელის გამკაცრება ტერორიზმისთვის. მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთა უშუალოდ ტერორისტული აქტის ჩადენისთვის შეიძლება გაიზარდოს 20 წლამდე (ახლა - 15 წლამდე). ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის მინიმალური სასჯელი 5-დან 7 წლამდე გაიზრდება (მაქსიმალური - 15 წელი), თანამონაწილეობისთვის - 10-დან 12 წლამდე (მაქსიმალური - 20 წელი). ტერორისტული საზოგადოების ორგანიზაციისთვის შემოთავაზებულია 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დივერსიისთვის - 20 წლამდე.

გასული წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში მკვეთრად გაიზარდა ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმებისა და დივერსიების შემთხვევები. გარდა ამისა, გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების სახელმწიფო ღალატში დადანაშაულება.


close დახურვა