logo
ENG



დღევანდელ აქციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

20 ივნ 202215:36
3 წუთის საკითხავი
 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები დღევანდელ აქციას უერთდებიან. განცხადებას უნივერსიტეტის თვითმმართველობა ავრცელებს.

"საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია, დაიცვას საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვდგავართ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და მომავლის საკითხი წყდება.

შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა და სტუდენტები ვუერთდებით აქციას "შინ ევროპისკენ", ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

დღეს 20 ივნისს, 20:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტთან", - ნათქვამია განცხადებაში.

აქციას ასევე უერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისჯიპასსაქართველოს უნივერსიტეტისკავკასიის უნივერსიტეტისსაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები.


close დახურვა