logo
ENG



დღეს, 20:00 საათზე სახალხო დამცველი სამედიცინო ექსპერტებთან ერთად სააკაშვილთან, ციხეში შევა

16 ნოე 202119:20
3 წუთის საკითხავი
 
დღეს, 20:00 საათზე სახალხო დამცველი სამედიცინო ექსპერტებთან ერთად სააკაშვილთან, ციხეში შევა

დღეს, 16 ნოემბერს, 20:00 საათზე სახალხო დამცველი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთან N18 სამკურნალო დაწესებულებაში შევა. ამ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

აპარატის ცნობით, ჯგუფის მიზანია, ასევე, შეაფასოს, რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.

 


close დახურვა