ე.წ საბურთალოს კლასტერიდან მოქალაქეები საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს. 24 ადამიანი კარანტინში ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან წაიყვანეს.
მათი გადაყვანა ორ ეტაპად მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის სურვილი გამოთქვეს იმ პირებმა, რომლებმაც ადგილობრივები გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის პირველწყარო მედიკოსია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ ამირან გამყრელიძემ კლასტერს უკვე უწოდა მიკროაფეთქება.