ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების l ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება ლიდერობს.
ულტრამემარჯვენეებმა ხმების დაახლოებით 34% მიიღეს.
არჩევნებში ხმების დაახლებით 29% მიიღო მემარცხენე კოალიციამ, მესამე ადგილზე კი 23%-ით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ალიანსი გავიდა.
არჩევნების ll ტური 7 ივლისს გაიმართება.
ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტმა მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს.