logo
ENG



ევროკავშირი უკრაინაში დამატებით 500 ელექტრო გენერატორს გაგზავნის

22 დეკ 202317:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/22/ktoqdmqlyoz4bht.jpg

ევროკავშირი უკრაინაში დამატებით 500 ელექტრო გენერატორს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"რუსეთის სასტიკმა თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაუცველი დატოვა, ამიტომ უკრაინაში დამატებით 500 ელექტრო გენერატორი გაიგზავნება.

საერთო ჯამში, გაგზავნილი გენერატორების რაოდენობა 5 500-ს გადააჭარბებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი ენერგომომარაგება და შენარჩუნდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, 18 დეკემბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. 1-ელი იანვრიდან სხვა შეზღუდვებთან ერთად რუსული ალმასის იმპორტი ეტაპობრივად აიკრძალება. ამავდროულად, პაკეტი 2024 წლის იანვრიდან რუსული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვას მოიცავს.


close დახურვა