logo
ENG



ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე: ყოველი მეხუთე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

13 თებ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც მათი ძირითადი საჭიროებები არ კმაყოფილდება, ბავშვთა დაახლოებით მეოთხედი კი საბავშვო ბაღებშიც არ დადის, განსაკუთრებით ის ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველ და მარგინალურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან.

ევროკავშირი საქართველოში 2020 წლის თებერვლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ერთი ქვეთავი ქვეყანაში ბავშვთა უფლებებს ეხება. სწორედ გაჭირვება, უკიდურესი სიღარიბეა ის, როს გამოც მოზარდები შესაბამისი კვების, განათლებისა და ჯანდაცვის გარეშე რჩებიან. 

ერთ-ერთი ასეთია გოგიჩაიშვილების ოჯახი. ორი ბავშვი ლიდია და მათე. 4 წევრიანი ოჯახი დაუსრულებელ კორპუსში უკიდურეს გაჭირვებაში წლებია ცხოვრობს, ქირა ვერ გადაიხადეს და გურამიშვილის გამზირზე არსებულ სახლში შემოსახლდნენ.   

32 წლის დარიკო დიასამიძე მარტოხელა დედაა. ორი შვილი ჰყავს ორივე ბიჭი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. ამბობს, რომ მის შვილებს საკვებიც ყოფითი ნივთებიც, ტანსაცმელი და წიგნებიც აკლიათ. სოციალური დახმარება ამ ოჯახსაც იანვარში დროებით გადამოწმების მიზეზით შეუჩერდა. ბავშვების პენსია ამ ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ანგარიშში ნათქვამია ისიც რომ 2019 წელს ბავშვების ყოველთვიური დახმარება 10-დან 50 ლარამდე გაზარდა, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ რომ ნორმალური ყოფისთვის არც ეს თანხაა საკმარისი. 

ანგარიშში ასევე გასული წლის სექტემბერში მიღებული ბავშვთა უფლებების კოდექსიც მოხვდა, რომელიც 2020 წლის ივნისიდან შედის ძალაში და ამ დოკუმენტის მიხედვით ბავშვთა უფლებები და თავისუფლება სამართლებრივი საკითხების დროსაც უფრო უკეთ უნდა იყოს დაცული. 


close დახურვა