logo
ENG



ევროკავშირის შუამდგომლობით აზერბაიჯანმა სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა

19 დეკ 202114:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/19/vszz6jc7c7uyqyw.jpg
aa.com.tr

აზერბაიჯანმა, ევროკავშირის ინიციატივით, კიდევ 10 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო გადასცა სომხეთს. ინფორმაცია ბაქოს სახელმწიფო თავდაცვის სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, სამხედროები მას შემდეგ დააკავეს, რაც 16 ნოემბერს მოსაზღვრე კალბაჯარის რეგიონში მხარეებს შორის შეტაკება მოხდა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით გამართული სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ესწრებოდნენ.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, ევროკავშირის შუამდგომლობით დაკავებულების გადაცემა „ჰუმანიზმის პრინციპების ერთგულების გამოხატულება იყო.“

***

ცნობისთვის, გასულ წელს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე 44 დღიანი კონფლიქტისას 6000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანის ძალებმა, რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს, შეძლო დაებრუნებინა იმ რეგიონების დიდი ნაწილი, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიად.

კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანს სურს ჰქონდეს კორიდორი მის ექსკლავში, ნახიჩევანში - და საბოლოოდ მის მოკავშირე თურქეთამდე. ეს ე.წ ზანგაზურის კორიდორი გავა სომხეთის ტერიტორიაზე, თუმცა სომხეთი არ აპირებს დაუშვას თავის ტერიტორიაზე ისეთი გზის ქონას, რომელსაც აზერბაიჯანი გააკონტროლებს.

როგორც ჩანს, არცერთი ქვეყანა არ ერთგულობს მშვიდობის შეთანხმებას და ორივე მათგანი ზრდის სამხედრო ბიუჯეტს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური კავშირები ამ დრომდე არ გაწყვეტილა.

ქვეყნებმა მშვიდობის შეთანხმებას, რუსეთის შუამავლობით, 2020 წლის ნოემბერში მიაღწიეს. ამ დროიდან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე პატრულირებისთვის დაახლოებით 2 000 რუსი მშვიდობისმყოფელი განთავსდა.


close დახურვა