logo
ENG



ევროკავშირმა ლუკაშენკოს და კიდევ 14 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა

06 ნოე 202019:06
3 წუთის საკითხავი
 
ევროკავშირმა ლუკაშენკოს და კიდევ 14 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა

ევროკავშირში 15 ბელარუსი მაღალჩინოსნის, მათ შორის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალშია ნათქვამი. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 9 სექტემბერს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები სტანდარტების დარღვევითა და კანდიდატებზე ზეწოლით ჩატარდა. ასევე საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრუტალური ძალის გამოყენებაზე ხელისუფლების მხრიდან. 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი. დოკუმენტში ასევე წერია, რომ პირებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი ძალადობაზე, უკანონო დაკავებებზე, არჩევნების შედეგების გაყალბებაზე, უნდა დაუწესდეთ სანქციები და ევროკავშირის ხსენებული გადაწყვეტილება სწორედ ამით არის განპირობებული. 

გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნების მომენტიდან, ანუ დღეიდან შევიდა ძალაში.  

ცნობისთვის, ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები უკვე 2 თვეა გრძელდება. მომიტინგეები მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ვითარება მინსკში 9 სექტემბრის მერე დაიძაბა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში, ცესკო-ს მონაცემებით, ლუკაშენკომ გაიმარჯვა. აქციაზე გამოსული მოსახლეობის წინააღმდეგ სპეც ტექნიკას იყენებენ, მათ შორის რეზინის ტყვიებს, ცრემლმდენ გაზსა და წყლის ჭავლის მანქანას. ასევე მილიის მიერ ბრუტალური ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი, 4 გარდაიცვალა, ათასობით კი დააკავეს. 


close დახურვა