logo
ENG



ევროკავშირმა რუსეთს და ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა

09 მარ 202223:12
3 წუთის საკითხავი
 
ევროკავშირმა რუსეთს და ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სანქციები რუსეთის კიდევ 160 მოქალაქეს დაუწესა. 

განცხადებაში მითითებულია, რომ სანქცირებული პირები ძირს უთხრიან და საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. 

სანქცირებულ პირთა შორისაა: 

  • 14 ოლიგარქი და ბიზნესმენი, რომლებიც ჩართულები არიან ძირითად ეკონომიკურ სექტორებში - მეტალურგიაში, სოფლის მეურნეობაში, ფარმაცევტულ, ტელეკომუნიკაციებისა და ციფრულ ინდუსტრიებში. სანქციები ეხება მათი ოჯახის წევრებსაც. 
  • რუსეთის ფედერაციის საბჭოს 146 წევრი, რომლებმაც მოახდინეს დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების რატიფიცირება. 

მთლიანობაში, ევროკავშირის სანქციები ეხება 862 ადამიანს და 53 სუბიექტს. 

ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციების ფარგლებში დაუწესა შეზღუდვები საზღვაო ნავიგაციისა და რადიოკავშირის ტექნოლოგიების ექსპორტზე, დაწესდა საზღვაო უსაფრთხოების აღჭურვილობის ექსპორტისთვის დაწესდა წინასწარი ინფორმაციის გაზიარების ვალდებულება. 

მანამდე ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა შემდეგ აკრძალვები: 

  • ევროკავშირი, აშშ, დიდმა ბრიტანეთი და კანადა რუსეთს მკაცრი სანქციებს უწესებს. 
  • შერჩეული რუსული ბანკები გაითიშება SWIFT-ის სისტემიდან. ამან შეაჩერა მათი ოპერირება საერთაშორისო ბაზარზე და დაბლოკა რუსეთის ექსპორტი და იმპორტი.
  • დაწესდა შემზღუდავი ზომები, რომლებიც ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო რეზერვებზე. ეს ნიშნავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. 
  • რუს ოლიგარქებს აეკრძალათ თავიანთი ფინანსების გამოყენება დასავლურ ბაზრებზე. 
  • ასევე, ევროკავშირში დაიბლობა რუსული პროპაგანდისტული მედიები Russia Today და Sputnik. ევროკავშირის ტერიტორიაზე ისინი Facebook-მაც დაბლოკა. 

გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელარუსს

  • SWIFT-ის სისტემიდან გაითიშა Belagroprombank-ი, Bank Dabraby და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი, ასევე მათი შვილობილი კომპანიები. 
  • ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან აიკრძალა ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია რეზერვების ან აქტივების მართვასთან და ბელორუსში ვაჭრობისა და ინვესტიციების სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფასთან. 
  • აიკრძალა ბელორუსის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სუბიექტების აქციებით ვაჭრობა და სერვისების მიწოდება ევროკავშირის სავაჭრო ობიექტებზე 2022 წლის 12 აპრილის მდგომარეობით. 

აიკრძალა ბელორუსისთვის ევროს ბანკნოტების მიწოდება. 


close დახურვა