logo
ENG



ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვის ვადით გაუხანგრძლივა

13 დეკ 201910:03
3 წუთის საკითხავი
 
s9mef37ilien66w.jpg

ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები 6 თვის ვადით გაუხანგრძლივა. გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიიღეს. რუსეთისთვის 2014 წელს დაწესებული სანქციები შეიარაღების, ენერგეტიკისა და ფინანსების სექტორს ეხება. ევროკავშირის დედაქალაქში აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ მაშინ შემსუბუქდება, როდესაც ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდება.


close დახურვა