logo
ENG



ევროკავშირმა რუსეთში ევროს ბანკნოტების მიწოდება აკრძალა

02 მარ 202217:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/8xdxr7spvdykyn3.jpg

ევროკავშირმა რუსეთში ევროს მიწოდება აკრძალა ევროკავშირმა რუსეთში ევროს ბანკნოტების მიწოდება აკრძალა. კერძოდ აკრძალულია ევროს გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტირება ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, კომპანიისთვის, დაწესებულებისთვის, მთავრობისთვისა და ცენტრალური ბანკისთვის.

აკრძალულია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მიერ თანადაფინანსებული სამომავლო პროექტებში ინვესტირება, მონაწილეობა ან სხვაგვარად წვლილის შეტანა.

გარდა ამისა, ევროკავშირი SWIFT-დან შვიდ რუსულ ბანკს თიშავს. კერძოდ საუბარია შემდეგ ბანკებზე: Bank Otkritie, Novikombank, Promsvyazbank, Bank Rossiya, Sovcombank, VNESHECONOMBANK (VEB), VTB BANK.


close დახურვა