ევროკავშირმა სომხეთი, აზერბაიჯანი და კიდევ 9 ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. schengenvisainfo-ს ცნობით, დასახელებული 11 ქვეყნის მაცხოვრებლები შენგენის ზონაში დაწესებული კოვიდშეზღუდვების გარეშე შევლენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩებმა 30 ივნისს მიიღეს. უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდნენ:
- სომხეთი;
- აზერბაიჯანი;
- ბოსნია და ჰერცოგოვინა;
- ბრუნეი;
- კანადა;
- იორდანია;
- კოსოვო;
- მოლდოვა;
- მონტენეგრო;
- კატარი;
- საუდის არაბეთი.
სიაში, ასევე არის ალბანეთი, ავსტრალია,ისრაელი,იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი და აშშ.
ყველა ეს ქვეყანა კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.