ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% - 250 მილიონი ადამიანი - სრულად ვაქცინირებულია. ამის შესახებ თავის მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ისაუბრა.
"მინდა მადლობა გადავუხადო უამრავ ადამიანს, რომელთა წყალობითაც ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა. მაგრამ სვლა უნდა განვაგრძოთ. საჭიროა, რომ კიდევ უფრო მეტი ევროპელი აიცრას. ასევე, უნდა დავეხმაროთ დანარჩენს მსოფლიოს, რომ აიცრან. გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას", - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.
იანვარში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა მოსახლეობის აცრის სასურველ ნიშნულს 2021 წლის ზაფხულისთვის უნდა მიაღწიოს. ეს განიმარტა, როგორც ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა აცრას ზრდასული მოსახლეობის 70%. როგორც Reuters აღნიშნა, ზოგიერთ ქვეყანა ნიშნულს გასცდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში ვაქცინაციის ტემპი დაბალია.
დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, მალტაში სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 90%, ირლანდიასა და პორტუგალიაში - 80%. ამასთან, ბულგარეთში მხოლოდ მოსახლეობის მეხუთედია სრულად ვაქცინირებული, რუმინეთში - 30%. ხორვატიაში, ლატვიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარია აცრილი.