ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების ინიციატივით გამოდის.
ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, იმის გამო, რომ ევროპის მოსახლეობის მესამედი არ არის აცრილი, მიზანშეწონილია ევროკავშირმა ვაქცინაციის პროცესის წახალისებასა და შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა დაიწყოს.
"ვფიქრობ, გასაგები და შესაბამისია ამ მსჯელობის ახლა დაწყება, თუ როგორ შეგვიძლია წავახალისოთ და ვიფიქროთ სავალდებულო ვაქცინაციაზე ევროკავშირში" - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმითვე, ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინებს გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს.
ახალი სამხრეთ აფრიკული შტამი ომიკრონი უკვე 11 ქვეყანაში 59 ადამიანს დაუდასტურდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია და ასევე, მძიმედ მუტაციურია. ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესაწავლის საგანია.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.