logo
ENG



ევროკომისიამ 7 ქვეყანას, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებს, 100 მილიონი ევრო გამოუყო

31 ოქტ 202220:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/1lcwue8xev8h7wu.jpg

ევროკომისიამ იმ 7 სახელმწიფოს, ვინც უკრაინიდან ყველაზე მეტ ლტოლვილს მასპინძლობენ, 100 მილიონი ევრო გამოუყო. ინფორმაცია ევროკომიიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილმა ქვეყნებმა ეს თანხა უნდა გამოიყენონ ლტოლვილებისთის დახმარების გასაგრძელებლად, რაც საკვებით უზრუნველყოფას, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასა და დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

თანხა ასევე შეიძლება მოხმარდეს უკრაინელი ლტოლვილების უფრო მეტ ინტეგრირებაზე. გარდა ამისა, თანხა უნდა მოახმარდეს მათ შორის ლტოლვილებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების აღმოსაჩენად.

აღნიშნული პაკეტის პირველი ტრანში ევროკომისიამ მაისში გამოყო, რომელიც 248 მილიონ ევროს მოცავდა, თუმცა მაშინ თანხა 5 ქვეყანას გადაეცა: პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.


close დახურვა