logo
ENG



ევროკომისიის რეკომენდაცია: მიენიჭოს მოლდოვას კანდიდატის სტატუსი

17 ივნ 202214:06
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიის რეკომენდაციაა, მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

გადაწყვეტილება ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

"როგორც უკრაინის შემთხვევაში, მოლდოვას რეკომენდაციას ვუწევთ, რომ მივანიჭოთ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი იმის ფონზე, რომ ქვეყანამ უნდა განახორციელოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა მომავალშიც. უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოლდოვამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. დამოუკიდებლობის შემდეგ, ანტიკორუფციული და პროევროპული გზა აირჩია. რა თქმა უნდა, მათ გრძელი გზა აქვთ ჯერ კიდევ გასავლელი. მათი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაციის სექტორი საჭიროებს განვითარებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ლიდერები მიჰყვებიან აღნიშნულ კურსს, ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს შესაბამისი პოტენციალი, რომ დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნები"- განაცხადა ლაიენმა.


close დახურვა