logo
ENG



ევროპარლამენტარი: ეს პუტინის დასასრულის დასაწყისია, ის ჰიტლერი და სტალინია ერთ პიროვნებაში

04 მარ 202220:53
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოს ხალხს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინელებისადმი ძალიან მნიშვნელოვანია. 

იუკნევიჩიანე ამბობს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ვლადიმერ პუტინის იზოლაცია მოახდინოს. მან რუსეთის პრეზიდენტი ადოლფ ჰიტლერსა და იოსებ სტალინს შეადარა. 

"ჩემო ძვირფასო და საყვარელო საქართველოვ, ჩვენ აქ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ვართ შეკრებილი. სასტიკი ომი დაბრუნდა ევროპის კონტინენტის მიწაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. საშინელი ძალა ევროპული კონტინენტის უდიდეს ნაწილს ემუქრება. ეს არის ჰიტლერი და სტალინი გაერთიანებული ერთ პიროვნებაში და მისი სახელია პუტინი. მინდა ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რომ ჩემი ხმა მეტისმეტად სუსტი იყო, იმისთვის რომ დამერწმუნებინა ჩემი მოკავშირეები, რომლებიც დასავლეთში იყვნენ, რომ ეს საშინელება ძალიან სახიფათო იყო ჩვენთვის, მთელი კონტინენტისთვის და ვერ შევძელი ეს დროულად გამეკეთებინა", - განაცხადა მან. 

ევროპარლამენტარის თქმით, ქართველი ხალხი უკრაინელებს მხარს უჭერს და ეს მხარდაჭერა მათი საკუთარი მომავლის მხარდაჭერაც არის.

"ეს მიმართულია ქვეყნის გაერთიანებისკენ და თქვენი ევროპული ცხოვრებისკენ. ეს არის პუტინის დასასრულის დასაწყისი. როცა ეს დასასრული მოვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მალე მოხდება. ვიცი, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს შესაძლებლობებში, რომ ეს დასასრული დავაჩქაროთ. მინდა მივმართო რუსეთს - თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ კრიმინალი პუტინის მიერ დაწყებული ომი. მესმის, რომ თქვენ თვითონაც მოწამლული ხართ ტყუილით, ზოგი თქვენგანიც ციხეშიც კი მოხვდა. მაგრამ უკრაინელები თქვენს გამოც იღუპებიან, თავისუფალი რუსეთისთვის იღუპებიან, შემოგვიერთდით. აუცილებელია იმ სამხედრო დამნაშავის იზოლირება, რომელსაც ხელში ატომური იაღაღის ღილაკი აქვს. საქართველო, მოლოდოვა, უკრაინა, ბელარუსი - ეს ევროპაა. უკრაინამ უკვე გაიღო სისხლი, რომ ევროკავშირის წევრი გამხდარი. ძალიან ვეცდები, რომ ხელი შევუწყო პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ერთ ოჯახში გაერთიანებას. დიდება უკრაინას", - ამბობს ევროპარლამენტარი. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მას შემდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლებას ღიად პრორუსული პოლიტიკა აქვს და უკრაინას მხარს არ უჭერს, თუმცა, საქართველოს მოქალაქეები ქართული ოცნების მიდგომებს არ იზიარებენ. ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. 

დღევანდელი, 4 მარტის აქცია ფორმულას ორგანიზებულია. 


close დახურვა