logo
ENG



ევროპარლამენტარი 5-6 ივლისზე: ეჭვიც არ მაქვს, რომ ამ საკითხების უკან კრემლი დგას

08 ივლ 202121:44
3 წუთის საკითხავი
 
ევროპარლამენტარი 5-6 ივლისზე: ეჭვიც არ მაქვს, რომ ამ საკითხების უკან კრემლი დგას

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე 5-6 ივლისს თბილისის ქუჩებში მომხდარ მასობრივ ძალადობას ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ქმედებების უკან კრემლი იდგეს. 

როგორც ევროპარლამენტარმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, მომხდარი საქართველოს ევროკავშირთან ვერ დააახლოებს. ამასთან, ის ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალადობის შესაჩერებლად საკმარისი არ გააკეთა.   

"ძალიან ცუდი ამბები მოგვივიდოდა საქართველოდან ევროკავშირში. რაც მოხდა ამ დღეებში ნამდვილად არ არის კარგი ამბავი საქართველოსთვის და ეს საქართველოს ევროკავშირთან ვერ დაახლოებს. ჩვენც გვქონდა დემონსტრაციები [ლიეტუვაში], მაგრა საქართველოში რაც მოხდა, განსაკუთრებით გვაშფოთებს. ეს არის სიძულვილი, სიძულვილის ენა, ძალადობა - ეჭვიც არ მაქვს, რომ ამ საკითხების უკან კრემლი დგას.

მათთვის ე.წ. ოჯახის საკითხები, ინსტრუმენტია რომ შეჩერდეს ისეთი ქვეყნების განვითარება, როგორებიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა... ეს ყველაფერი ეხება ძალადობას, სიტყვის თავისუფლებას. ვფიქრობ, რომ თქვენი ქვეყანა ამას დაძლევს, მაგრამ დღესდღეობით თვენი ქვეყნიდან ცუდი ამბები გვესმის. ჩემი დაკვირვებით ხელისუფლებამ საკმარისი არ გააკეთა, რომ შეეჩერებინა ძალადობა და დაეგმო მოძალადე ჯგუფები. ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ ამის გამოყენებას არჩევნებამდე და ეს შემაშფოთებელია", - თქვა ევროპარლამენტარმა.

(სინქრონული თარგმანი)

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 15 პირი ჰყავს დაკავებული.

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბული იყო 6 ივლისსაც. მედიაზე ძალადობის გამო პარლამენტთან სოლიდარობის აქცია დაანონსების შემდეგ, ძალადობრივი ჯგუფები ისევ შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, თუმცა მათი უმრავლესობა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 


close დახურვა