logo
ENG



ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ევროვიზიიდან ისრაელის მოხსნაზე უარი თქვა

11 დეკ 202312:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/11/5mgi0uaea0exs7n.png

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) პროპალესტინელების მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ევროვიზიიდან ისრაელის მოხსნაზე უარი თქვა.

აქტივისტებთან ერთად ევროვიზია 2024-ში ისრაელის მონაწილეობაზე კითხვები ჰქონდათ ნორვეგიის, შვედეთისა და ნიდერლანდების მაუწყებლებსაც, რომლებმაც ევროპის მაუწყებელთა კავშირს მიმართეს.

EBU-მ განცხადებაში თქვა, რომ ისრაელი კონკურსიდან არ მოიხსნება.

"ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არის კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის მთელი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთიდან. ეს არის კონკურსი მაუწყებლებისთვის და არა მთავრობებისთვის და ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი 50 წელია მონაწილეობს კონკურსში", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ისრაელი ყველა წესს იცავს, შესაბამისად, კონკურსიდან მისი მოხსნის საფუძველი არ არსებობს.

ევროვიზია 2024 შვედეთში გაიმართება.


close დახურვა