logo
ENG



ევროპული საბჭო ოცნების მთავრობაზე: ასეთი ქმედებები დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს

18 ოქტ 202402:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/18/dj37wztr2oq54op.jpg

17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სხდომის შედეგად, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილეს, წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ამავე დროს, შეშფოთებას გამოხატავს მთავრობის ქმედებების მიმართ.

ევროპული საბჭოს დოკუმენტში საუბარია უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთზე, საერთაშორისო წესრიგზე, საგარეო ურთიერთობებზე, მოლდოვაზე, საქართველოსა და სხვა საკითხებზე.

"ევროპული საბჭო ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, კვლავ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

ევროპული საბჭო იმეორებს, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანებს პროცესს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისად. ევროპული საბჭო ყურადღებით გააგრძელებს ვითარებაზე დაკვირვებას.

ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიასაშუალებების დაცვის აუცილებლობაზე.

ევროპული საბჭო ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ის ხაზს უსვამს ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართა", - ვკითხულობთ დოკუმენტში.


close დახურვა