ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე დავით ბაქრაძე შეცვალა, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 2 თვის წინ გააკეთა.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იქნება.
გენერალური მდივანი - აკაკი ბობოხიძე.
საგარეო პოლიტიკური მდივანი - გიორგი კანდელაკი.
დავით ბაქრაძემ დატოვა როგორც პარტიული თანამდებობა, ასევე პარტიაც.
ასევე, პარტია დატოვეს გიგი უგულავამ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა.