logo
ENG



ეზუგბაია:14 ინფიცირებულიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

10 მარ 202010:38
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორონავირუსით ინფიცირებულ 14 პაციენტს შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ამჟამად, მოთავსებულია 30 პაციენტი. გუშინ 33 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 33-ვე პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი. რაც შეეხება ჩვენთან მყოფ 14 ინფიცირებულს - მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა, ის მკურნალობას ექვემდებარება. დანარჩენი პაციენტების მხრივ, კიდევ 3 პაციენტთან არის საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა. დანარჩენთან დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი. მათი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია. 

ყველა ადამიანი, რომელიც დაბრუნდება ქვეყანაში, გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და 14 დღის განმავლობაში იყოს თვითიზოლაციაში. ეს არის საუკეთესო საქციელი, რომელიც შეამცირებს დაავადების გავრცელებას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ოფიციალური მონაცემებით 15 პირია ინფიცირებული. 


close დახურვა