logo
ENG



ეზუგბაია: ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე, მისი წყაროები დადგენილია

29 მარ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 
lbelsx9kh8a7tyy.png

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ახალი ინფიცირებული პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არის მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა ამ მონაცემებით არ არის მძიმე, ხოლო მისი წყაროები დადგენილია.

„დღეს დილის შემდეგ ერთი ახალი შემთხვევა შეგვემატა და დადასტურებული შემთხვევა არის 91. დილას ჩატარდა 10 პაციენტზე ტესტირება და ერთ პაციენტზე იყო დადებითი, დანარჩენზე უარყოფითი. ახალი პაციენტის მდგომარეობა, არსებული მონაცემებით, არ არის მძიმე, წყარო ცნობილია, მოგზაურობას უკავშირდება და ეს არის ინგლისი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 18 უკვე გამოჯანმრთელებულია.


close დახურვა