logo
ENG



ეზუგბაია: კვლავ გვრჩება 3 მძიმე პაციენტი

24 მაი 202012:02
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 24 საათში, პარალელურად კოვიდის მიმღები კლინიკები დატოვა 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა.

ახლადგამოვლენილი შემთხვევებიდან, ერთი საკარანტინო სივრციდანაა, მეორე კი ინფიცირებული კონტაქტია. ერთი ახალი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეუკუთვნება და სოფელი მუშევანიდანაა. უცნობია, რომელ საავადმყოფოშია მოთავსებული საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პაციენტი.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, კლინიკაში შეყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას საბოლოო პასუხისთვის დამატებითი კვლევები უტარდება.

„დღეს მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა დაგვემატა და 730 დადასტურებული შემთხვევაა საქართველოში. 13 გამოჯანმრთელებული დაგვემატა და ამ ეტაპზე, 522-ია. კოვიდ ცენტრებში დღესდღეობით 196 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან 35 დადასტურებული პაციენტია. კვლავ გვრჩება 3 მძიმე პაციენტი. სამივესთან რადიოლოგიურად მძიმედ გამოხატული პნევმონიაა. კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ლაბორატორიული მონაცემებიც მიჰყვება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით სულ 730 პირი დაინფიცირდა. აქედან 522 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 


close დახურვა