თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია.
რაც შეეხება დანარჩენ 7 შემთხვევას, მისივე ცნობით, 1 ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, 2 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 4 - შემოტანილი.
ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდინიცირებული პაციენტებიდან 5-ის მდგომარეობა კრიტიკული, 23-ის კი მძიმეა.