ჟურნალისტებთან საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დღეს ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ხუთივე ამერიკის კლასტერს უკავშირდება.
ეზუგბაიას თქმით, დღეს 7 პაციენტს ჩუტარდება კორონავირუსზე ანალიზები.
„ამ ეტაპზე 66 დადასტურებული შემთხვევააა, აქედან 40 ჩვენ ცენტრში. ჩენ ცენტრს გარეთ 26 დადასტურებული შემთხვევაა. ყველა შემოსული ადამიანი ან საკარანტინო სიტუაციაში ხვდებიან ან თვითიზოლაციაში. ხუთივე ახალი შემთხვევა ამერიკის კლასტერიდანაა. ზოგი 7-ში იყო ჩამოსული, ზოგი 11-ში და ზოგი მათ შორის პერიოდში. როგორც კი მათთან გამოვლინდა სხვადასხვა სიმპტომები, მოგვაკითხეს. ასე, რომ გუშინ 16 პაციენტს ჩაუტარდა ანალიზი, ხოლო 5-ზე დადებითი პასუხი მოვიდა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 9 პაციენტი.
ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.