logo
ENG



ეზუგბაია: ჩვენს ცენტრში 6 ბავშვი მკურნალობს, მათი მდგომარეობა არ არის რთული

17 აპრ 202010:35
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს.

„დღეს დილას 30 დამატებული შემტხვევაა და გვაქვს 370 დადასტურებული შემტხვევა. აქედან ჩვენი ცენტრისაა 90 პაციენტი. გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი შეგვემატა. ჯამში 77 გამოჯანმრთელებულია და აქედან 55 ჩვენი ცენტრის არის. ამ ეტაპზე, კოვიდის ცენტრებში 293 მკურნალობს. ჩვენთან დადასტურებულია 39 პაციენტი. ჩვენს ცენტრში 6 ბავშვი მკურნალობს, მათი მდგომარეობა არ არის რთული. ყველა ბავშვი ქობულეთის წყაროა. კრიტიკული ორი პაციენტი გყვავდა, მაგრამ მდგომარეობა დაუსტაბილურდათ. დღეს ექვს ადამიანთან ველით პასუხს“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 77 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

 დიდ ქალაქებში 10 დღით დაიკეტა სასაფლაოები.  პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 21 აპრილამდე იკრძალება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

 


close დახურვა