logo
ENG



ელისაშვილი: არის ინფორმაცია, რომ შეიძლება 120/30-ზე ჩავარდეს

18 ივნ 202021:56
3 წუთის საკითხავი
 

ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ჯერ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდეგ დაიწყონ ოპოზიციურმა პარტიებმა მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებზე მსჯელობა.

ელისაშვილის თქმით, არის ინფორმაცია, რომ 120/30 საარჩევნო სისტემა კვლავ ჩავარდება.

„არის ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომ შეიძლება 120/30-ზე ჩავარდეს. ანუ ბიძინა ივანიშვილმა კვლავ გაათამაშოს მაიმუნური სცენარი და ჩავარდეს ეს. რა მაჟორიტარებზე ვთანხმდებით, როცა ეს შეიძლება ორ დღეში მოხდეს. ხომ ძალიან კომიკური იქნება ხვალ რომ გამოვიდნენ ოპოზიციონერები და დაასახელონ თბილისში კანდიდატები და კვირას ჩავარდეს. მერე ხომ ქუჩაში უნდა გავიდეთ და ჩხუბი დავიწყოთ. თუ ეს ჩავარდა რჩება 73/77-ზე. ჩემთვის ეს უკუღმართი ლოგიკაა. ჯერ კონსტიტუციაში დაიწეროს და მერე ვიმსჯელოთ. რაღაც ჰიპოთეტურ ადგილებს რომ იყოფენ, ეს ჩემთვის გაუგებარია. მე, ლევანიც, ანაც, შეიძლება ეს გაფართოვდეს, მივიღებთ რაღაც გადაწყვეტილებებს, მაგრამ ამას ჩვენ თვითონ მივიღებთ. არ მინდა ვიღაცებმა ადგილები მომინიშნონ. ჩემი გუნდის წევრებთან შევათანხმებ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.


close დახურვა