logo
ENG



ელისაშვილი პოდოლიაკზე: გვაჩვენონ მტკიცებულებები, ასე ლაპარაკი არ შეიძლება

13 ოქტ 202212:27
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: რადიო თავისუფლება

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ახლა მე რაც არ მომეწონა ბატონი პოდოლიაკის ნათქვამში, რომ არის მტკიცებულებები რომ ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობს რუსეთთან. გვაჩვენონ ეს მტკიცებულებები, ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ისევე როგორც მახსოვს, რომ უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, აქედან შედიოდა არასანქცირებული პროდუქტი. გვაჩვენონ ეს რაღაცები იმიტომ, რომ ახლა თუ რამე ახარებს რუსეთს, არის მაგალითად, საქართველოსა და უკრაინას შორის ასეთი ცუდი ურთიერთობა", - თქვა ელისაშილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტევიურში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს. 

პოდოლიაკის თქმით, ივანიშვილი შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც უკრაინა გამოაცხადებს.


close დახურვა