logo
ENG



ელჩი კანონზე: მომდევნო დღეებში EU-ში შესაბამის ზომებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ

19 ივნ 202413:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/19/f8vw8rmqlp4cy8h.jpg

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მომდევნო დღეებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერები საქართველოსთან საკითხს განიხილავენ. რის შედეგად ლიდერები, კანონის მიღებასთან დაკავშირებით შესაბამის ზომებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მისი თქმით, რუსული კანონის მიღებამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაფერხა. ეს მაშინ, როცა მოლდოვა და უკრაინა ამ მხრივ მნიშვნელოვნად მიიწევენ წინ.

"სამწუხაროა, იმის თქმა მიწევს, რომ ჩვენ ამჟამად ურთიერთობის რთულ პერიოდში ვართ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი უარყოფითად აისახებოდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. ეს ასე მოხდა. შემდეგ კვირას ევროკავშირის შესაბამის შედეგებს განიხილავს. ჯერ განხილვის პროცესი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩატარდება, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ რა ზომებს მივიღებთ იმათ საპასუხოდ, რომლებიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე არიან პასუხისმგებლები. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთიანობას მოითხოვს. რამდენიმე წევრი სახელმწიფოები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ეწინააღმდეგებიან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსთან იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მიიღებდნენ. ახლა ეს კანონი მიღებულია, ამიტომ იქნება შესაბამისი შედეგებიც. ძალიან დასანანია იმის ნახვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეფერხდა, მაშინ როდესაც, მოლდოვასთან და უკრაინასთან წინ მივიწევთ", - თქვა მან.


close დახურვა