logo
ENG



ენერგეტიკის მინისტრი: მოლდოვას რუსული გაზი აღარ სჭირდება

16 მარ 202313:23
3 წუთის საკითხავი
clock 599
2023/03/16/3artu4tsbsqjps5.jpg

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა რუსულ გაზს აღარ იღებს. TV8-ის ეთერში გამოსვლისას, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბრიდან "გაზპრომი" გაზს მხოლოდ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონს აწვდის.

მისივე თქმით, მოლდოვამ ევროპული მიწოდების უზრუნველყოფა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 300 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის წყალობით შეძლო.

მაგრამ, როგორც პარლიკოვი ამბობს, დნესტრისპირეთი გაზპრომს მიღებული გაზისთვის ფულს არასდროს უხდიდა.

"არცა ადრე იხდიდა გაზის საფასურს და არც ახლა. გაზპრომი მიჩვეულია იქაურ ვალებს. მაგრამ როდესაც დანარჩენი მოლდოვა გაზს იღებდა, რუსული კომპანია მიწოდების შეწყვეტით შანტაჟს მიმართავდა", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

მოლდოვა ევროპაში ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მის პორტებთან რუსი სეპარატისტების განლაგებით. ამავე დროს, ქვეყნის პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ ამბობს, რომ რუსეთი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს.


close დახურვა