logo
ENG



ენმ-ის ლიდერები ზაპოროჟიეს ოლქში ქართველ მებრძოლებს შეხვდნენ

16 აპრ 202313:57
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ვიზიტით უკრაინაში იმყოფებიან - ისინი ზაპოროჟიეს ოლქში ქართველ მებრძოლებს შეხვდნენ.

"ამ ბიჭებს რუსული ოცნება დევნის, ავიწროვებს, მათ ოჯახებში მიდიან სუს-ის წარმომადგენლები და აშინებენ მათი ოჯახის წევრებს პირდაპირი ამ სიტყვის გაგებით, მაგრამ ეს ვაჟკაცები იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისთვისმ საქართველოს მომავლისა და თავისუფლებისთვის აქ, ამ მიწაზე.

ამიტომ, აქ ჩამოსვლა, მათი გამხსნევება, საუბარი, იმ პრობლემების მოსმენა და მცდელობა იმის, რომ ეს გადაიჭრას, მინიმუმია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ოკუპანტებმა აღდგომის ღამეს ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ გაავრცელა. მისი განცხადებით, დაზიანდა ადგილობრივი ეკლესია, განადგურდა ახლომდებარე შენობებიც, ხოლო ოკუპანტები შეტევას აგრძელებენ.

16 აპრილის ღამეს ოკუპანტები თავს დაესხნენ მიკოლავეის ოლქსაც - მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, 02:20 საათზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მიკოლაევის ოლქში, კერძოდ, სნიჰურივკას დასახლებაში, რის შედეგადაც ორი 18 წლის მოზარდი დაიღუპა. მისი თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულება და კერძო საწარმო.


close დახურვა