logo
ENG



ენმ-მ პარლამენტს მანდატების გაუქმების განცხადებით მიმართა

16 დეკ 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტს მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართა.

ენმ-ის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარლამენტში შევიდა ენმ-ძალა ერთობაშიას ბლოკის 33 წევრის განცხადება.

მათ შორის არის როგორც გრიგოლ ვაშაძის განცხადება, ისე რესუბლიკური პარტიის წევრების, ხათუნა სამნიძის და თამარ კორძაიასი.

უახლოეს დღეებში განმავლობაში პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ასევე მიმართავენ ევროპული საქართველო და სტრატეგია აღმაშენებელი.

რაც შეეხება სიებს - ცესკოში ნაციონალური მოძრაობას, ევროპული საქართველოს, ლეიბორისტული პარტიის, ლელო-ს და სტრატეგია აღმაშენებლის საარჩევნო სიები ოფიციალურად გაუქმდა.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთვაზეს

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთაბხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 

სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო. პროცესის პარალელურად ოპოზიციის ნაწილმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც მათ გაანულეს სიები და უარი თქვეს მანდატებზე. 

მანდატების და სიის განულებაზე ჯერჯერობით უარს ამბობენ "მოქალაქეები", რომლებიც, როგორც თავად თქვეს, ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკების დასრულებას ელოდებიან.

პარტიების მიერ საარჩევნო სიების გაუქმების შემდეგ სიაში მხოლოდ ის დეპუტატები რჩებიან, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა 11 დეკემბერს სცნო. იმ შემთხვევაში, თუ ისინი პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ, საკანონმდებლო ორგანოში მათ ადგილს ვერავინ დაიკავებს. 

თუ პარტია ცესკოს საარჩევნო სიების რეგისტრაციის გაუქმებას არ სთხოვს და მანდატზე უარს მხოლოდ ცალკეული დეპუტატები იტყვიან, მათი ადგილი პარლამენტში შესაძლოა დაიკავოს სიაში მომდევნო წევრმა.


close დახურვა