logo
ENG



ენმ: სააკაშვილის გადარჩენა უნდა გვაერთიანებდეს - ინდივიდები ამას გასახლეჩად იყენებენ

03 იან 202315:14
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობა აქციებთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილის გადარჩენის საკითხს "ინდივიდები გასახლეჩად იყენებენ".

დღეს, 3 იანვარს ხაბეიაშვილმა თქვა, რომ 4 იანვარს კანცელარიასთან და შეკვეთილში შეიკრიბებიან, იქამდე ენმ-მ აქციები სხვა ლოკაციებზე დააორგანიზა.

პარტიის განცხადება:

"დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ფეიგინის ინიციატივას სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ლოკაციაზე უერთდება.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სოლიდარობის აქცია პარტიის მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა. მათ შორის, შეირჩა ლოკაციებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა.

შესაბამისად, პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მედიაშიც გაჟღერდა, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს, 18:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე გაიმართება. ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა 2, არამედ 8.

8 ლოკაციიდან 3 - თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის

გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ".

პარტიის ცნობით, "სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის" აქციები 4 იანვარს, 18 საათზე შემდეგ ლოკაციებზე გაიმართება:

  • თბილისი - მშვიდობის ხიდი
  • ქუთაისი - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
  • ბათუმი - თავისუფლების კვარტალი, კონსტანტინე გამსახურდიას 9
  • ზუგდიდი - ზუგდიდის იუსტიციის სახლთან
  • ოზურგეთი - ბიძინა ივანიშვილის სახლთან (შეკვეთილში).

close დახურვა